February 24, 2026

თბილისის აეროპორტმა ACI-ის 5 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორიგ წარმატებას აღნიშნავს. აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI) შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მასშტაბით 5 კატეგორიაში დააჯილდოვა, – ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხმარებელთა გამოცდილების კვლევის მიხედვით, თბილისის აეროპორტი დასახელდა საუკეთესოდ მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალის, მოგზაურობის სიმარტივის, მგზავრებისთვის სასიამოვნო გამოცილების, გამგზავრების სერვისების საუკეთესო შეთავაზებისა და სისუფთავის კატეგორიებში. ეს ჯილდოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე აეროპორტებს შორის მიენიჭა.

„აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) მომხმარებელთა გამოცდილების ჯილდოებს ყოველწლიურად გასცემს. ეს არის შედარებითი ანალიზის ერთადერთი გლობალური პროგრამა, რომელიც მგზავრთა კმაყოფილებას ზომავს მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ აეროპორტში იმყოფებიან. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ სურათს მგზავრობის თითოეულ ეტაპზე. ყოველწლიურად მომხმარებლის გამოცდილების ჯილდოებს იღებენ მსოფლიოს ის აეროპორტები, რომლებსაც სხვადასხვა კომპონენტში მგზავრები ყველაზე დადებითად აფასებენ. 2025 წელს საბჭომ საუკეთესო შედეგის მქონე აეროპორტები 6 კატეგორიაში დაასახელა, თბილისის აეროპორტმა კი ამ 6-იდან 5-ში მოიპოვა აღიარება. ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციას ACI ორი წლის განმავლობაში აგროვებდა.

„მგზავრთნაკადის უპრეცედენტო ზრდის პირობებში მომხმარებლის გამოცდილების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და საერთაშორისო აღიარების მიღება ჩვენი გუნდის ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. წელს აეროპორტის გაფართოების პროექტს ვიწყებთ, რომლის მიხედვითაც მგზავრთა გამტარუნარიანობა 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან დროული ინვესტიციაა. 2028 წლიდან, განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, რომ მგზავრებს კიდევ უფრო კომფორტული სერვისი და სასიამოვნო გამოცდილება შევთავაზოთ“, – აცხადებს თეა ზაქარაძე, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი.

2025 წლის მომხმარებლის გამოცდილების (ASQ) ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია ქალაქ სტამბოლში, 2026 წლის 2 სექტემბერს, ACI World Airport Experience Summit-ზე გაიმართება.

2026 წლის 15 იანვარს, საქართველოს მთავრობამ ფრანგული საავიაციო ჯგუფის, ADP-ის წევრ TAV Airports-ს თბილისის აეროპორტის მართვის ვადა გაუხანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 36 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.