"კორონავირუსთან ბრძოლა გლობალური პრობლემაა, სამყარო კი წონასწორობის  აღდგენას ცდილობს“ - ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

“ყველაფერი დაიკეტა,  ქალაქი კი გაჩერებულია. გარეთ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გავდივართ, სპეციალური საშვებით, რომელსაც ვბეჭდავთ და ვუთითებთ გასვლის მიზეზს. ხალხთან კონტაქტი მაქსიმალურად არიდებულია, მაღაზიასა და აფთიაქში რამდენიმე ადამიანი შედის, შესასვლელში კონტროლია, რომ ხალხმრავლობა არ შეიქმნას,”- ამის შესახებ FirstNews.ge-თან საუბარში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამუნა ტუჩაშვილი აცხადებს.

ის უკვე 7 წელია სამხრეთ იტალიის, პატარა ზღვისპირა ქალაქ - სალერნოში მუშაობს. როგორც თამუნა აღნიშნავს ამ რეგიონში ჯერჯერობით სიმშვიდეა. დაინფიციერბის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა პანიკის გარეშე მივყვებიან დღეებსა და მოვლენებს. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა გლობალური პრობლემაა, სამყარო კი წონასწორობის  აღდგენას ცდილობს ... ფიქრობს, რომ თავიდანვე, პირველ დღეებში შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ ასეთ შედეგს არავინ ელოდა.

 

კითხვაზე - რამდენად დაცულად გრძნობს თავს იტალიაში? თამუნა გვპასუხობს:

- ყოველთვის დაცულად ვგრძნობ თავს იტალიაში. აქ ადამიანი ყოველთვის მთავარი ფასეულობაა, ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. ემიგრანტები ყველანაირ უფასო სამედიცინო დახმარებასიღებენ, უკეთდებათ ოპერაციები, მკურნალობენ ონკო. პაციენტებს სრულიად უფასოდ. რამდენიმე წლის წინ შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, საავადმყოფოში მისვლიდან დაახლოებით ორ საათში გამიკეთეს ყველა საჭირო გამოკვლევა, რასაც საქართველოში ჩემი ხელფასი და დაზღვევა არასდროს ეყოფოდა .

(ზოგადი პროფილის ექიმი ვარ და ერთ -ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობდი)

ეხმარებიან  ყველა, არავინ კითხულობს რა ეროვნების ხარ და ლეგალურად იმყოფები თუ არა იტალიის ტერიტორიაზე.

სარეცეპტო მედიკამენტები უფასოა ან მიზერულ თანხას ვიხდით. ფასები საკვებზე ყოველთვის ნორმალური იყო, ამ დღეებში კი გარკვეულ პროდუქტებზე  - კიდევ უფრო ნაკლებია. ყველაფერი  ხალხისთვის კეთდება, დამატებითი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.

 

- ხომ არ აპირებთ საქართვლოში დაბრუნებას?

- დაბრუნებას არ ვაპირებ, ვცდილობთ  ამ პერიოდს გავუძლოთ და დაველოდოთ  უკეთეს დღეებს, გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მიყვარს სიცოცხლით სავსე, უბრალო, მოსიყვარულე და მზრუნველი  სამხრეთ იტალიელები. მიუხედავად სირთულეებისა, რაც ემიგრანტებს, განსაკუთრებით პირველ წლებში გვხვდება, ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს  ამ ხალხთან და ქვეყანასთან. ვუსურვებ მათ და საკუთარ თავს, მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით.

 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 651 ადამიანი დაიღუპა.  ამ დროის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 560-ია.

 

ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს. 

 

ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა. გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ.

წაკითხვა 737 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.