"კაცობრიობა არ იყო მზად ასეთი ვირუსისთვის" - ქართველი ემიგრანტები რუსეთიდან
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 1264-ს მიღწია. ახალი შემთხვევები ქვეყნის 62 რეგიონში გამოვლინდა, თუმცა დიდი ნაწილი – 114 ინფიცირებულის სახით, მოსკოვში.
გამოჯანმრთელდა 49 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, რუსეთში დღეიდან 6 აპრილის ჩათვლით უქმე დღეებია გამოცხადებული.
ყველაზე მკაცრი ზომები მიღებულია მოსკოვში. სადაც დახურულია რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, ასევე – ქალაქში მდებარე პარკები, მაღაზიები, გარდა სასურსათო მარკეტებისა, სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღამის კლუბები, ბიბლიოთეკები, სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები და კინოთეატრები.
ამას გარდა, მოსკოვში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ქუჩაში გასვლა აკრძალულია.
რა მდგომარეობაა რუსეთში?
FirstNews.ge რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ესაუბრა.
მარინა გოგუა - „ნიჟნი ნოვგოროდი“
"25 წელია, რუსეთში, „ნიჟნი ნოვგოროდში“ ვცხოვრობთ. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. აქ პანიკა არ არის, მაგრამ ხალხი ცდილობს ხალხმრავლობას თავი აარიდოს. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დაკეტილია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. ვცდილბთ არ შევშინდეთ და დავიცვათ ჰიგიენური წესები.
ჩვენი კაცობრიობა არ იყო მზად ასეთი ვირუსისთვის. შეიძლება ადრეც ხდებოდა მსგავსი რამ, მაგრამ ამდენი ინფორმაცია არ გვქონდა და არ ვიცოდით.
საქართველოსა და მთელს მსოფლიოს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას."
რუსეთის ქალაქ ტვერში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი:
18 წელია ქ,ტვერში, მოსკოვიდან 2 საათით მოშორებით ვცხოვრობთ. ჯერჯერობით სიწყნარეა ჩვენს ქალაქში, არაა პანიკის საფუძველი, მაგრამ ხალხი სურსათს მაინც იმარაგებს, ხშირად რომ არ გავიდნენ გარეთ. სკოლა და ბაღები დაიკეტა.
ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან ბევრს მოგზაურობს, მთელს მსოფლიოში და ამიტომ გავრცელდა. ვფიქრობ, თავისდროზე ჩინეთმა არ მიიღო სათანადო ზომები. დამალა ეს ყველაფერი და დაგვიანდა ვირუსის პრევენციაც.
ძირითადად მოსკოვშია ინფიცირებული ხალხი და ტელევიზიით რასაც ვუსმენთ, არაა მაღალი რიცხვი. იმედია ეს სინამდვილეა, ჭორებიც ბევრი გვესმის. ყველაფერი ღმერთის ნებაა, ვფიქრობ მალე გაივლის ეს პანდემიაც და დაუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს.
რუსეთში შეზღუდვები დღეს გამოცხადდა, რესტორნები, კაფეები, სოჩის საკურორტო ზონა დაიკეტა.
FirstNews.ge მოგიწოდებთ #დარჩისახლში
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"