როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიით, 29-31ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოდ დაბლობში +21, +26, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. ღამისა და დილის სათეებში შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება.
1-2 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი, ხოლო 1-2 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 29-31 ოქტომბერს +19, +21 გრადუსი იქნება, 1-2 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია