"მექნება სათხოვარი, უბრალოდ მოწოდება..." - დავით სერგეენკო - საზოგადოებას მიმართავს
მექნება სათხოვარი, მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება, ნახოს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, მათი განვლილი ცხოვრება, განხორციელებული აქტივობები.
ასევე ის აქტივობები, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მეორე ტური დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
,,ის რომ არჩევნებში მეორე ტური გახდა საჭირო, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ არჩევნები გამჭირვალე და დემოკრატიული იყო. მეორე ტური დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელია. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი, თუმცა, მექნება სათხოვარი, უბრალოდ მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე.
ეს საკითხები არის: თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, მათი განვლილი ცხოვრება და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და ასევე ის აქტივობები, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთავრობაში, ეს ყველაფერი უნდა შეჯამდეს და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ამ ყველაფერს ხედავს და მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებს",- განაცხადა სერგეენკომ. მხატვრულ ტაბვარჯიშდში
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"