November 16, 2024

"ექსპერტიზის ბიურომ გვითხრა, უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, ჩასასვენებელი არ გახსნათო"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ურჩიეს, ჩასასვენებელი არ გაეხსნათ.

 

„სამხარაულის ექსპერტიზას კატეგორიულად არ მოუთხოვია, არ გახსნათო. ძალიან დიდი დრო არის გასული და ეს ბუნებრივი პროცესია. უბრალოდ, გვითხეს, უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, ჩასასვენებელი არ გახსნათო. დაველოდებით სამხარაულის და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას, ამ ყველაფერს ერთმანეთთან შევადარებთ“, - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

 

მისი შეფასებით, ოჯახს აინტერსებს, თუ რატომ გაჭიანურდა თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები.

 

„პირველ რიგში, გამოძიება დროში გაჭიანურდა და მაინტერსებს, რატომ? შაბათს დილით მოხდა ეს შემთხვევა და იმავე საღამოს დაფიქსირდა პოლიციაში განაცხადი, რომ გოგონა დაიკარგა. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას. ტერიტორიაზე, სადაც თამუნას ავტომობილი აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა, რომელიც არის გაშლილ მინდორზე და მერე იწყება ტყე. კვირას იქაურ მწყემსებს ვესაუბრეთ, შემთხვევით ხომ არ გინახავთ, გოგონას ვეძებთ- თქო. მწემსებმა თქვეს, რომ არ უნახავთ. ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ, რომ რამე ყოფილიყო, დაგვკავშირებოდნენ. ძალიან ბევრი კითხვაა. კვირას რომ დრონები გაეშვათ, იმ დღესვე დაფიქსირდებოდა ავტომობილი, რადგან მიუვალ ადგილზე არ იყო“, - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა.

 

როგორც ის აღნიშნავს, სამხარაულის ბიუროს და დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას ერთმანეთს შეადარებენ. მისი თქმით, ახალგაზრდა გოგონა პროგრამისტად მუშაობდა და საკმაოდ წარმატებული იყო.

 

„ჩვენ არ ვიცით ტელეფონის ამონაწერი, „ფეისბუქის“ მიმოწერები. ეს ყველაფერი გამოძიების ხელშია. ალბათ, გამოძიება გვეტყვის, ბოლო ზარი ვისთან განახორციელა. თამუნა ძალიან წარმატებული იყო. ყოველთვის, როდესაც სამსახურზე ვიწყებდით საუბარს, ამბობდა, რომ პროგრამისტი იყო და პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდა. პანდემიის პერიოდში დისტანციურად მუშაობდა“,-აცხადებს ბაჩალიაშვილის ბიძა.

 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 481 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.