ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს
მთავრობის ადმინისტრაცია ქორწილის აკრძალვის თაობაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს.
თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.
კერძოდ, ადმინისტრაციის განმატებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.
მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიების აკრძალვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
