"კალაძემ პოლიცია გააჩეროს, უკანონოდ რომ გვარბევენ"- ზაზა სარალიძე
კახა კალაძე მე მომიწოდებს, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის რამე არ მოხდეს, ჩვენ შორის არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს,
- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
„ხედავთ პოლიცია როგორ ზეწოლაზე მოდის და კალაძე მე მომიწოდებს, რომ ჩვენ და მოსახლეობას შორის რამე არ მოხდეს. ჩვენ შორის კი არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს. უკანონოდ რომ გვარბევენ, ის ნაძირლები გააჩეროს, რომ გადაგვთელეს და გადაგვიარეს. ვიდრე ჩემ სისხლს არ დაღვრიან ან ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები და საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, მანამდე აქ ვიქნებით“, - განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი