ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი, 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
ძაღლებში ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა კახეთის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ცენტრში. მოკვდა 10-ზე მეტი ინფიცირებული ძაღლი.
26 აგვისტოს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე (კოტეხის დასახლება) მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.