თებერვალი 14 2024 წაკითხვა 291 ჯერ

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი საქართველოში მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვიეს. უწყების ინფორმაციით, მოწვევა 12 თებერვალს გაიგზავნა.

თებერვალი 14 2024 წაკითხვა 307 ჯერ

ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა - ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატებები ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“ გამოთქმულ მოსაზრებებს.

თებერვალი 14 2024 წაკითხვა 612 ჯერ

წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თებერვალი 13 2024 წაკითხვა 326 ჯერ

შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული მეთოდების დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

თებერვალი 13 2024 წაკითხვა 343 ჯერ

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა მეპატრონის ან დაწესებულების მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს.

თებერვალი 13 2024 წაკითხვა 325 ჯერ

2023 წლის 10 თვეში, 1-ელი იანვრიდან 23 ოქტომბრამდე, „დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება 180 ემიგრანტს გაეწია.

გვერდი 75 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.