November 6, 2025

მაისი 07 2020 წაკითხვა 611 ჯერ

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება

მაისი 07 2020 წაკითხვა 716 ჯერ
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება, ათს კი რეაბილტაცია უტარდება.
 
 
ერთ-ერთი მშენებარე სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დაათვალიერეს.
 
 
როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სამუშაოები რეგიონის მასშტაბით შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით.
 
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა - 3 ახალი შენდება, 10 კი რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 481 ათასი ლარი და მოეწყობა სველი წერტილები.
 
 
სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება და 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება.
 
 
სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი - 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა აიგება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, მგფ-დან გამოყოფილია 1 124 000 ლარი.
მაისი 07 2020 წაკითხვა 1003 ჯერ

ერთი ცხვარი, ორი ცხავირი, სამი ცხვარი… ცხვრების დათვლა თუ კი ოდესმე ნამდვილად შველოდა ძილის პრობლემებს არ ვიცით, თუმცა ეს მეთოდი რომ ინსომნიის დროს არაეფექტურია, ამას დანამდვილებით მოგახსენებთ.

მაისი 07 2020 წაკითხვა 703 ჯერ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს.

მაისი 07 2020 წაკითხვა 841 ჯერ

“დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი საქართველოში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ამ ინფორმაციას ხელისუფლება ოფიციალურად დაადასტურებდა.

მაისი 07 2020 წაკითხვა 646 ჯერ

“ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების აზრით, საქართველო პანდემიურ პიკს თითქმის მიუახლოვდა, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამასობაში ჰაერის ტემპარატურაც მოიმატებს და ვირუსის გავრცელებას ხელს მეტ-ნაკლებად შეუშლის.

გვერდი 490 სულ 599
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.