"მოსამართლეების შემდეგ ვინ იქნებიან რიგში და ვისით დამთავრდება, ძნელი გამოსაცნობი არ არის"
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციის დაწესების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, ამერიკა საქმეს აკეთებდა-მორჩილ, პოლიტიკურად მართულ და კორუმპირებულ მოსამართლეებს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.
„დაიწყო! აკი, მოსამართლეების და პროკურორების შავი სიის შედგენა რეპრესიებს ნიშნავსო? ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და სანქციებს ითხოვენ და რომ მოვიდნენ, დახვრეტას მოითხოვენო? მართლა აკომპლექსებდით ვიღაცებს თქვენი პროპაგანდისტული საშუალებებით და დამნაშავე ძალოვნებისა და მოსამართლეებია სიის შედგენას მართლაც არ დაადგა საშველი. სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ამერიკა საქმეს აკეთებდა-მორჩილ, პოლიტიკურად მართულ და კორუმპირებულ მოსამართლეებს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ეს უკვე სერიოზულო პროცესის დასაწყისია. მოსამართლეების შემდეგ ვინ იქნებიან რიგში და ვისით დამთავრდება, ძნელი გამოსაცნობი არ არის,"- წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, აშშ 4 ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
სიახლეები
- ცესკო-მ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
- "ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ"
- "მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები , მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს"
- "უნდათ, რომ მომავალ თაობას აბსოლუტურად შეუცვალონ მენტალობა, დაუკარგონ პატრიოტიზმის გრძნობა, დაუკარგონ საკუთარი ისტორია."
- ორი ადამიანი, რომელიც მარტვილში ცოფით ინფიცირებულმა ძაღლმა დაკბინა, მკურნალობაზე უარს აცხადებს