"ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია" - ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მიიღეს გადაწყვეტილება,- 2020 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ 2010 წლიდან, ეს "ქართული ოცნების" მოთხოვნაც იყო, ვიდრე მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და შეიტკბობდნენ ძალაუფლებას! კარგია, რომ ახლა მაინც იქნა გაზიარებული საზოგადოების ეს მოთხოვნა! ნურავის ნუ ეშინია მრავალპარტიული პარლამენტის, ესაა ნამდვილი დემოკრატია და არა ის, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩაგრავს განსხვავებულ აზრს. ამ საკონსტიტუციო (უმრავლესობის) უზურპაციის შედეგი რაც იყო, ვნახეთ. ამჯერად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რასაც მხარს ვუჭერთ," - წერს ირმა ინაშვილი.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი