21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვარს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მიმდინარე საქმეებზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ და დილიდან მათ მოგვარებას ცდილობთ. აუცილებელი არაა, რომ ეს სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეები იყოს. ამ დღეს ნებისმიერ უმნიშვნელო პრობლემას ისე განიცდით, თითქოს მასზე მთელი თქვენი მომავალია დამოკიდებული. თუ არ გსურთ, რომ სისულელეების გამო მთელი დღე დაკარგოთ, ეცადეთ ზოგ პრობლემას ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოთ.
კურო
ამ დღეს ემოციები იმდენად დაგიპყრობთ, რომ ყველას და ყველაფერს დაივიწყებთ. ამ დღის შედეგი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რით დაინტერესდებით. გამორიცხული არ არის, რომ დრო სისულელეზე და უსარგებლო საუბრებზე დაკარგოთ, მაგრამ თუ რამე სასარგებლო საქმით დაინტერესდებით, შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ!
ტყუპები
ამ დღეს პატარა წყენაც საკმარისია, რომ მთელ სამყაროს გაებუტოთ. თუ ამ იმპულსს დაემორჩილებით, შეიძლება მთელი დღე პირქუშ განწყობაზე გაატაროთ. საკუთარი თავის შეცოდება, რა თქმა უნდა, ზოგჯერ სასიამოვნოა, მაგრამ არა ამ დოზით. ეცადეთ წყენისგან გათავისუფლდეთ და რამე უფრო სასიამოვნო გასართობი იპოვოთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ ამ დღეს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და ნაცნობ საქმეებსა და პრობლემებზე იზრუნოთ. თუ სამუშაოდ განწყობას და ყურადღების კონცენტრაციას შეძლებთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გირჩევთ გარშემომყოფებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მათ საკუთარი საქმეები და ინტერესები აქვთ და თქვენთვის არ სცალიათ.
ლომი
ამ დღეს ყველაზე კარგად ის საქმე გამოგივათ, რომელიც ყურადღებას და მოთმინებას მოითხოვს. ყველაფერი, რაც სწავლას და სამომავლო გეგმებს შეეხება, შესანიშნავად გამოგდით, თუმცა შეუფერებელი დღეა რომანტიკული ურთიერთობისა და ფინანსური საქმიანობისთვის. სამწუხაროდ, დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ნუ მისცემთ ამ გრძნობას უფლებას, რომ თქვენი დღე გააფუჭოს.
ქალწული
შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ შეურაცხყოფილი ღირსების დემონსტრირება მოახდინოთ. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა უკმაყოფილებისთვის რეალური მიზეზები. იმაზე ფიქრი, რომ თქვენი ნიჭი დაუფასებელი დარჩა, განწყობას ისევ და ისევ გიფუჭებთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდია!
სასწორი
გირჩევთ მთელი თავისუფალი დრო სახლში გაატაროთ. უკეთესი იქნება თუ სრულიად მარტო ან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში იქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხარო გაუგებრობა გელით, რაც ბევრ წყენას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. აი, საოჯახო საქმეები ან საინტერესო წიგნი თქვენს ყურადღებას საჭირო მიმართულებით გადაიტანს და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
მორიელი
მორიელის უყურადღებობა შეიძლება ბევრი წყენისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. პრობლემები შეიძლება გადაჭარბებულმა ცნობისმოყვარეობამ, დაუფიქრებელმა სიტყვამ ან უადგილო იუმორის გრძნობამაც მოგიტანოთ. თუ ჩხუბი თქვენს გეგმებში არ შედის, ეცადეთ სიტყვები და ემოციები აკონტროლოთ. და, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანების საიდუმლოებები შეინახოთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის აზრები ხშირად ფულისა და ფინანსური ოპერაციების ირგვლივ ტრიალებს და ამ დროს სხვას ვერაფერს ამჩნევთ. ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ და უარყოფით მოვლენებზე ნაკლები იფიქროთ. შეიძლება ფული მართლაც არ გყოფნით, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ის არავის ყოფნის. მაშინ სანერვიულო რა არის?
თხის რქა
რაც ამ დღეს საერთოდ არ გაღელვებთ, სხვისი აზრია. იმდენად ხართ ჩაფლული საკუთარ გეგმებში, რომ ვინმეს კრიტიკულ მოსაზრებებს და წინააღმდეგობას ვერ ამჩნევთ. ცუდი იდეაა - ზოგჯერ გარშემო მყოფებისგან შეიძლება საინტერესო იდეაც მოისმინოთ. მოერიდეთ უსარგებლო დებატებს და კამათს, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მერწყული
გარშემო მყოფებისგან ვიღაც შეეცდება მერწყულის თანაგრძნობა გამოიყენოს! თანაგრძნობის უნარი კი როგორც ყოველთვის, არც ახლა გაკლიათ. ასე რომ, ყველას აქვს შანსი ამით ისარგებლოს. გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და დახმარების ცრემლიანი თხოვნის მიმართ ცოტა უფრო კრიტიკული იყოთ.
თევზები
მთელ დღეს საკუთარ შინაგან სამყაროში გაატარებთ. რა გასაკვირია, ის ხომ ასეთი მიმზიდველი და ფერადოვანია. ასეთ დროს ჯობს იოცნებოთ, რაღაც შემოქმედებითი აკეთოთ, საინტერესო წიგნი წაიკითხოთ ან კიდევ უკეთესი - ამ პატარა სამყაროში, ვიღაც სხვაც მოიწვიოთ, რომ თავი მარტოსულად არ იგრძნოთ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში