შემწვარი ქათმის სუპი ატრიით
გრილ საღამოს ნამდვილად მოუხდება ეს ცხელი და ვიტამინებით გაჯერებული გემრიელი სუპი.
ინგრედიენტები :
ზეითუნის ზეთი 2 ჩ/კ
დაჭრილი ხახვი 1 ჭიქა
კუბიკებად დაჭრილი სტაფილო 1 ჭიქა კ
დაჭრილი ნიახური 1 ჭიქა
დაჭყლეტილი ნიორი 1 კბილი
ფქვილი 1⁄4 ჭიქა
გამხმარი ორეგანო 1⁄2 ჩ/კ
გამხმარი ქონდარი 1⁄4 ჩ/კ
ქათმის სანელებელი 1⁄4 ჩ/კ
ნაკლებმარილიანი ქათმის ბულიონი 6 ჭიქა
კარტოფილი 4 ჭიქა
მარილი 1 ჩ/კ
შემწვარი ქათამი 2 ჭიქა
შედედებული უცხიმო რძე 1 ჭიქა
ატრია 120 გრამი
ახალი ქონდარი გემოვნებით
მომზადების წესი :
გააცხელეთ ზეითუნის ზეთი თუჯის ქვაბში საშუალო ტემპერტურაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური და ნიორი. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
მოაყარეთ ბოსტნეულს ფქვილი, ორეგანო, ქონდარი, ქათმის სანელებელი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი. შეურიეთ ბულიონი, გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და მარილი. მიიყვანეთ დუღილამდე. მოუკელით ცეცხლს და ნახევრად თავდახურული ადუღეთ 25 წუთის განმავლობაში (ან კარტოფილის კარგად დარბილებამდე).
დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი შემწვარი ქათამი, რძე, მაკარონი (ატრია) და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში (ან მაკარონის კარგად დარბილებამდე). სურვილისამებრ მორთეთ ახალი ქონდარით, ბოსტნეულით.
სიახლეები
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი
- “პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
- “ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს” - ტრამპი