აჯაფსანდალი სტაფილოთი
ინგრედიენტები
- სტაფილო - 1 ცალი
- ბადრიჯანი - 2 ცალი, მოზრდილი
- ტკბილი წიწაკა - 3 ცალი
- ხახვი - 2 ცალი
- მწიფე პომიდორი - 2 ცალი
- ქინძი - 1 კონა
- რეჰანი - 1 კონა
- ზეთი - მესამედი ჭიქა
- მარილი და წიწაკა
სტაფილო, წიწაკა და ბადრიჯანი თხელ რგოლებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი. პამიდორს კანი გავაცალოთ და წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
აჯაფსანდალი ვხარშოთ თავდახურული, ხანდახან ამოვურიოთ. თუ წვენი დააშრა, ცოტა წყალი დავუმატოთ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
