ცხოვრება შიშში: პუტინს ეშინია, რომ მუამარ კადაფივით არ მოკვდეს
ბრიტანული „სანი“ («The Sun») აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: „ცხოვრება შიშში: პუტინს ეშინია, რომ მუამარ კადაფივით არ მოკვდეს“.
გაზეთის კორესპონდენტს თარიკ თაჰირს რუსი ისტორიკოსი იური ფელშტინსკი ესაუბრება. იგი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს ეშინია - რუსეთში რევოლუციის მოხდენის შემდეგ ვაითუ მასაც იგივე დაემართოს, რაც ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფს დაემართა. ისტორიკოსის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე აქციებმა რუსეთის ლიდერი დაარწმუნა, რომ აუცილებელია თავისი ოპონენეტები მკაცრად დასაჯოს და დახოცოს კიდეც.
რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ქანჩები კიდევ უფრო უნდა მოუჭიროს“, რათა მოსახლეობაში სხვაგვარად აზროვნება ჩაახშოს და თავისი პოზიციაა გააპიაროს. როგორც ცნობილია, თვითონ რამდენიმე წლის წინ პუტინმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუამარ კადაფის მკვლელობამ გაბოროტებული ბრბოს მიერ 2011 წელს. რუსეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ თუ იგი რეჟიმის სიმკაცრეს შეასუსტებს, მასაც კადაფის მსგავსი ბედი ელოდება, - ციტირებს იური იური ფელშტინსკის გამონათქვამს.
„პუტინს საკმარისი გონება აქვს იმისთვის, რომ გააცნობიეროს: იმ პირობებში, სადაც ნორმალური წესები არსებობს, მისი მართვის სისტემას არსებობა არ შეუძლია. იგი იდეალისტი არ არის. მან იცის, რომ ვერ გადარჩება, თუ სხვების - ოპონენტების ჩაგვრას არ გააგრძელებს. პუტინმა გაკვეთილი მიიღო ამასწინანდელი მოვლენებით. იგი მიხვდა, რომ საჭიროა უფრო მეტად გააძლიეროს ზეწოლა. და ჩვენ ამას დავინახავთ“, - ამბობს რუსი ისტორიკოსი.
„ვლადიმერ პუტინი დიქტატორი იმის გამო კი არ გახდა, რომ იგი ჭკვიანი და ქარიზმატულია, არამედ იმიტომ, რომ მის უკან „ეფ-ეს-ბე“-ს (უშიშროების ფედერალური სამსახურის) მთელი სტრუქტურა დგას. პუტინი ხვალაც რომ მოკვდეს, რუსეთში არაფერი კარდინალურად არ შეიცვლება’, - თვლის ისტორიკოსი, - თუმცა სანამ იგი ხელისუფლებაშია, პენსიაზე გასვლას არ დააჩქარებს“.
„მას ვერავინ ვერ შეეჯიბრება მართვაში, არ არსებობს რუსეთში შეიარაღებული მოძრაობა, რომელიც ვლადიმერ პუტინს დაამხობს“, - დარწმუნებულია იური ფელშტინსკი
წყაროები: https://www.bbc.com/russian/news-55944777
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო