"გაბოროტებული და ჭკუადაკარგული ბრბოს მომავალი ლიდერი" - პუტინიზმისა და პოპულიზმის გარეშე

რუსულ და დასავლურ პრესაში ფართოდ კომენტირებენ პარტია „იაბლოკო“-ს ლიდერის გრიგორი იავლინსკის სტატიას სათაურით „პუტინიზმისა და პოპულიზმის გარეშე“, რომელშიც ალექსი ნავალნი და მისი საპროტესტო მეთოდებია გაკრიტიკებული.

პუბლიკაცია გამოქვეყნდა გრიგორი იავლინსკის ვებ-საიტზე «Григорий Явлинский – политик, экономист», რომლიდანაც შემდეგ სხვა გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“, „ნოვაია გაზეტამ“ და სხვებმა.

 

ვრცელ სტატიაში გრიგორი იავლინსკი თვლის, რომ ალექსი ნავალნის პოლიტიკური მიმართულება - „პოპულიზმს და ნაციონალიზმს“ წარმოადგენს.

 

ავტორი იმოწმებს რუსეთში ნეოლიბერალური მოძრაობის დამაარსებლის ვალერია ნოვოდვორსკაიას სიტყვებს, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს თვლიდა, რომ ალექსეი ნავალნი შეიძლება გახდეს „გაბოროტებული და ჭკუადაკარგული ბრბოს მომავალი ლიდერი, თანაც ნაცისტური გადახრებით“. იგი მიიჩნევდა, რომ თუ ნავალნის ხალხი გაჰყვება, მაშინ რუსეთს ფაშიზმი ემუქრება.

 

როგორც გრიგორი იავლინსკი წერს, 2009 წელს, როცა რუსეთში ნეონაცისტებმა უფლებადამცველი სტანისლავ მერკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა მოკლეს, ალექსი ნავალნიმ ნაციონალისტური „რუსული მარშის“ ორგანიზება განახორციელა. იგი მხარს უჭერდა აგრეთვე რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას.

 

„იაბლოკოს“ ლიდერის აზრით, ალექსი ნავალნის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ „ჟურნალისტურ გამოძიებებს“ საზოგადოებისათვის არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს, მათ ერთადერთ მიზანი აქვთ - „პრიმიტიული სოციალური მტრობის გაჩაღება“.

 

სტატიის ავტორის აზრით, ბოლო ფილმი-გამოძიება, რომელიც ე.წ. „პუტინის სასახლეს“ ეხება, წარმოადგენს „ემოციების გაყიდვას, სამომხმარებლო რეკლამის ტექნოლოგიების შესაბამისად“. პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თემები, რომლებსაც ალექსი ნავალნი ირჩევს რუსეთის ხელისუფლების ე.წ. „მხილების“ მიზნით, იმის თქმის ნებას იძლევა, რომ რუსულ ელიტაში „ჩუმი დაპირისპირება მიმდინარეობს“. მაგრამ რადგანაც რუსეთში პარაქტიკიულად ყველა დარწმუნებულია გიგანტური კორუფციის არსებობაში, ნავალნის „მხილებები“ პოზიტიურად აღიქმება. გარდა ამისა. ნავალნი წარმატებით სარგებლობს რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობის დონის დაცემით: იგი აჩვენებს მდიდრულ სახლებს იმ დროს, როცა რიგითი მოქალაქეები გაჭირვებაში არიან (ლოზუნგით „მშვიდობა ქოხებს“, „ომი სასახლეებს!“). მოკლედ, სახეზეა წმინდა წყლის პოპულისტური მეთოდები, - წერს გრიგორი იავლინსკი.

 

იმავდროულად, „იაბლოკოს“ ლიდერი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ყოველმხრივი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ალექსი ნავალნის მოწამვლის თაობაზე: გამოდის, რომ რუსეთში არსებობს „სიკვდილის ესკადრონი“ რომელიც ხელისუფლების დავალებით პოლიტიკურ ოპონენტებს ტერორს უწყობს.

 

„მოკლედ, დაუჭიროს თუ არ დაუჭიროს მხარი ვინმემ ალექსი ნავალნის, როგორც პოლიტიკოსს, თითოეულმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ასევე თითოეულმა უნდა იცოდეს: დემოკრატიული რუსეთი, ადამიანისადმი პატივისცემა, თავისუფლება, ცხოვრება შიშისადა რეპრესიების ალექსი ნავალნის პოლიტიკასთან შეუთავსებელია. ისინი პრინციპულად სხვადასხვა მიმართულებებს წარმოადგენენ“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

 

გრიგორი იავლინსკიმ სტატიამ სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში საკმაოდ უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. „ნავალნისტები“ თვლიან, რომ მან ოპოზიციის იდეალებს „უღალატა“, სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ „იაბლოკოს“ ლიდერს სტატიის გამოქვეყნება კრემლმა დაუკვეთა.

 

სანკტ-პეტერბურგის ექს-მერმა და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატმა ევგენი როიზმანმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს პარტია „იაბლოკოს“ სახელით კვლავ კენჭი იყაროს სახელმწიფო სათათბიროს წევრობაზე. „ჩემი შესაძლებლობები ამ სტატიის გამო ძალიან შეიზღუდა. ახლა იძულებული ვარ სხვა ვარიანტებზე ვიფიქრო“, - თქვა მან.

 

წყაროები: https://novayagazeta.ru/news/2021/02/07/167668-royzman

https://www.yavlinsky.ru/article/bez-putinizma-i-populizma/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 467 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.