რუსული ვაქცინის დაუფლებაზე გლობალური შეჯიბრი დაიწყო

თურქული პრესა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მოსახლეობის ჯანდაცვის საკითხს, განასაკუთრებით კი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ ზომებს, აცრების ჩატარებას, ანტიკოვიდური ვაქცინების შეძენას და ა.შ.

გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში («Habertürk») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რადგან ჩვენ მოსკოვს ვენდეთ და რუსული რაკეტები ვიყიდეთ, მოდით ახლა ვაქცინაც ვიყიდოთ“, რომელშიც რუსული ანტიკოვიდური ვაქცინისადმი დამოკიდებულებაა გადმოცემული (ავტორი - სერდარ თურგუთი, პოლიტოლოგი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„რუსული ვაქცინის „სპუტნიკ-5“-ის («Спутник-V») შესახებ ბევრი რამ თქმულა. იმის გამო, რომ მისი შექმნის პროცესი გაუმჭვირვალე და გასაიდუმლოებული იყო, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება მაინცდამაინც არ იყო მოწადინებული სხვებისთვის გაეზიარებინა ვაქცინის შემუშავების პროცესი, თანაც ქვეყანა ავტორიტარიზმით გამოირჩევა, რუსული ვაქცინის მიმართ გარკვეული უნდობლობის ატმოსფერო.

 

პირველი განმარტება არავინ დაიჯერა, ახლა კი...

 

პირველი მეცნიერული მონაცმები იმის შესახებ, რომ ვაქცინა „სპუტნიკ-V“ ნამდვილად ეფექტურია, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა.

 

მაგრამ რამდენადაც ეს განმარტებები თვითონ ვაქცინის მწარმოებელმა - პროფესორ ნიკოლაი გამალეის სახ. ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის ცენტრმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა გააკეთეს, ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო მონაცემებს ეყრდნობოდნენ, საზოგადოებისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 2021 წლის 2 თებერვლიდან, როცა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტ“-ში («Lancet») გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ-V“ „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

ჟურნალის სტატიის მიხედვით, ვაქცინის ეფექტურობამ, რომელიც კვლევის მესამე ფაზით დადგინდა, 91,6%-ს მიაღწია. და რაც მნიშვნელოვანია - „სპუტნიკ-V“ ეფექტურია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

 

„ლანცეტ“-ში პუბლიკაციის შემდეგ ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმს“-მა რუბრიკით „თვალსაზრისი“ დაბეჭდა სტატია სათაურით „დროა ვენდოთ რუსულ და ჩინურ ვაქცინებს“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთში და ჩინეთში შექმნილი ვაქცინების მიმართ გლობალურ კულტრულ-იდეოლოგიური უნდობლობაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მეცნიერული კვლევების დამაჯერებელი შედეგებით, დროა უკვე ამ ვაქცინების სიკეთით დასავლურმა სამყარომაც ისარგებლოს.

 

საჭიროა სწრაფად ვიმოქმედოთ...

 

ბოლო დროს გავრცელებული ხმებით, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი, რომლებიც სიძნელეებს განიცდიან ვაქცინის განაწილების საკითხში, განიხილავენ რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობას.

 

უფრო მეტიც - ამტკიცებენ იმასაც, რომ „სპუტნიკ-V“-ის ერთი დოზის ღირებულება 10 დოლარს შეადგენს, რაც მის შეძენას უპირატესობას ანიჭებს.

 

ამ ყველაფერს რომ ვაკვირდები, ვფიქრობ: „ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ ჩინური ვაქცინა საკმარისი რაოდენობით მივიღეთ თუ არა, ვდაობთ, დროულად ავიცრებით თუ არა და საერთოდ, საჭიროა თუ არა აცრა. მიჩნდება კითხვა: რატომ არ ვცდილობთ რუსეთში ვაქცინის შეძენას? ზოგი ამბობს, რომ შეიძლება არ მოგვყიდონო. მე კი მიმაჩნია, რომ თუ C-400-ის რაკეტების ყიდვაზე არ გვქონია სიძნელეები, რატომ უნდა გვქონდეს ვაქცინის შეძენაზე?

 

ჩემი აზრით, რადგანაც რუსულმა ვაქცინამ მეცნიერულ დონეზე უსაფრთხოების გამოცდა უკვე ჩააბარა, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და „სპუტნიკ-V“-ის საჭირო რაოდენობა თურქეთში შემოვიტანოთ.

 

ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ სხვებმა არ დაგვასწრონ: გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა უკვე განაცხადა, რომ ბერლინი მოსკოვური ვაქცინის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. სხვათა შორის, გერმანიას იგივე გეგმები აქვს ჩინურ ვაქცინასთან მიმართებითაც.

 

ასი მილიონი დოზა...

 

რუსეთმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიაწვდის. ამრიგად, უკვე დაიწყო გლობალური შეჯიბრი რუსული ვაქცინის დაუფლებაზე. თუ თურქეთი ჭკვიანურად იმოქმედებს და რუსულ ვაქცინას შეიძენს, თავისი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას უფრო უკეთ უზრუნველყოფს.

 

წყარო: https://www.haberturk.com/yazarlar/serdar-turgut-2025/2967571-fuzelerini-aldik-simdi-de-asilarini-alalim

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 467 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.