"არ მინდა დავიჯერო, რომ ბაიდენს პუტინის ეშინია"
უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობისთვის, ვაჭრობას არ ვაპირებთ - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox new-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირმის საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობაზე პოზიცია ქვეყანამ ღიად დააფიქსირონ.
"რუსეთთან ჩვენს ტერიტორიებზე ვაჭრობას არ ვაპირებთ. არსებობს რთული საკითხები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დღის წესრიგიდან მოვხსნათ ისეთი საკითხი, როგორიცაა ყირიმი. ყირიმის დეოკუპაცია დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, მაგალითად დაახლოებით 10 წლის შემდეგ . ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების შესახებ გარანტიები წამყვანი ქვეყნებისგან . ეს შეიძლება იყოს როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები.
ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებზე. ჩვენ გვსურს ეს ქვეყნები ღიად შემოგვიერთდნენ ,მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი. ეს არასრული ჩამონათვალია სადაც გვინდა ვიხილოთ ასევე ჩინეთიც. რუსეთსაც სურს ამ შეთანხმებაში თავისი ადგილი იპოვოს, რადგან ეს უკრაინა რუსეთს შორის შეთანხმებაა. ამ ალიანსში უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად ყოფნა სურს გარკვეულ სახელმწიფოებს, მათ შორის ისრაელს, ირლანდიას.
მაგრამ მე ჩამოვთვალე ქვეყნები რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს გარანტორობისთვის ან ჩვენ მათ თავად დავეკონტაქტეთ. რუს დიქტატორს, ვლადიმერ პუტინს სურს ყველაფერი, რასაც მას დასავლეთი მისცემს, მისი მადა იზრდება. ვიღაცამ ის უნდა შეაჩეროს. მე არ მინდა დავიჯერო რომ ჩვენი რომელიმე პარტნიორი გვეთამაშება, ან ის რომ ბაიდენს პუტინის ეშინია,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიმიტრო კულებას განცხადებით კი იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან შედეგი დადგეს რუსეთს მეტი სანქციები უნდა დაუწესდეს. კულებამ ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"მჯერა, რომ პუტინი უფრო რეალისტი გახდა, რადგან ვერ წარმოვიდგენ, რომ რუსული ძალების უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან გაყვანა მისი ბრძანება არ იყო. ვერ წარმოვიდგენ მომენტს, როდესაც პუტინი მოვა და იტყვის რომ ჩვენ წავაგეთ, ეს იყო შეცდომა, ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ისინი ყოველთვის დაამტკიცებენ, რომ იმარჯვებენ და გეგმის შესაბამისად ყველაფერი კარგად მიდის. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მიხედვით მე შემიძლია დავასკვნა, რომ მას ესმის რომ ის არ არის საკმარისად ძლიერი, რომ უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განახორციელოს.
რაც არ უნდა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთს მეტი სანქციები უნდა დაუწესდეს, უკრაინა კი მეტი იარაღით უნდა მომარაგდეს. ეს რეალური არგუმენტებია მოლაპარაკებებში. არავინ უნდა გამოიყენოს არგუმენტად რომ სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან სანქციები შეჩერდეს, ან არ მომარაგდეს უკრაინა შეიარაღებით. მინდა შეგახსენოთ რომ ეს ომია. ჩვენ არ ვიღლებით თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ღირებულებებისთვის ბრძოლით. იმედი მაქვს დასავლეთში არ დაიღლებიან ჩვენი მხარდაჭერით,"-აცხადებვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
