"უკრაინასთან მოლაპარაკების დროს საბრძოლო მოქმედებებში პაუზა არ იქნება"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების დროს საბრძოლო მოქმედებებში პაუზა არ იქნება.
მისი თქმით, რუსეთი უპირატესობას დიალოგს ანიჭებს.
„პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ დიალოგს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა და ჩვენც დავთანხმდით შეხვედრაზე, პრეზიდენტმა გასცა ბრძანება საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ. მას შემდეგ დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, მანამდე ვიდრე საბოლოო შედეგი არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა ლავროვმა.
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"