''პუტინის ომის მანქანის ე.წ. უძლეველი ძალა უკრაინელების პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის ობიექტზე დაიმსხვრა!'' - ბორის ჯონსონი
უკრაინა გაიმარჯვებს! უკრაინა იქნება თავისუფალი! - ასე მიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას.
მისი თქმით, მიესალმება იმ სიმამაცეს, რომელსაც უკრაინელები იჩენენ მაშინ, როდესაც თავდასხმა ხდება მათ თავისუფლებაზე.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს იმის გამო, რაც მან ჩაიდინა ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში.
„მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და ვნახე საკმარისი უკრაინელების თავისუფლების შესახებ, იმისთვის, რათა გამეგო, რომ კრემლმა მის გათვლებში ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, საშინელი შეცდომა. მე ვუთხარი ყველას ვისაც ვიცნობდი, ყველა ვინც მოისმენდა, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა დაუძლეველი ძალა, რომელიც როგორც დანა კარაქში ისე გაივლიდა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა.
დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ, ყველა ის სამხედრო ექსპერტი ცდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. პუტინის ომის მანქანის ე.წ. დაუძლეველი ძალა უკრაინელების პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის უძრავ ობიექტზე დაიმსხვრა. ეს უკრაინის საუკეთესოა დროა, რომელიც მომავალ თაობებს ემახსოვრებათ“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
