შეცდომები, რომლებსაც რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში იმეორებენ - The New York Times

„რუსი სამხედროები, რომლებიც სამთვიანი ბრძოლების შედეგად დაქანცულები და დემორალიზებულნი არიან, ახლაც იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც ომის პირველ ეტაპებზე ვხედავდით“, - აღნიშნულია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში შეცდომებს იმეორებენ“ (ავტორი - ჰელენ კუპერი), რომელიც ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკების გამონათქვამებს ეფუძნება.

„ერთი მხრივ, უკრაინის ტერიტორიის თანდათანობითი დაპყრობა რუსებისათვის წარმატებული ტაქტიკა გამოდგა, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს - ნეგატიური, რაც ჯარის გამოფიტვაში გამოიხატება. რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობა 20%-ით შემცირდა. გასულ კვირას პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომის დაწყებიდან უკვე 1000-ზე მეტი ტანკი დაკარგა.

 

აპრილში რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მოქმედი რუსული არმიის სარდლად ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა, რომელიც შეეცადა საჰაერო და სახმელეთო ქვედანაყოფების ერთმანეთთან კოორდინაცია განეხორციელებინა. ნაწილობრივ ეს გენერალს ნამდვილად გამოუვიდა, თუმცა რადგანაც იგი საკმაო ხანია ბრძოლის ველზე აღარ გამოჩენილა, ბევრს ეჭვი უჩნდება - აგრძელებს თუ არა ალექსანდრე დვორნიკოვი ჯარების მეთაურობას?

 

რუსი მფრინავების მოქმედებაში ისევ შეინიშნება მათი არცთუ საბრძოლო განწყობა. პოლოტებს არ სურთ რისკი გასწიონ - ფრინდებიან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო ბაზებიდან, გადადიან უკრაინის ტერიტორიაზე, სამიზნეებს სწრაფად ბომბავენ, შემდეგ კი სწრაფადვე ბრუნდებიან ბაზებში. დღემდე რუსებს ჰაერში უპირატესობა არ აქვთ.

 

ამჟამად რუსეთის არმია გარკვეულ წარმატებებს აღწევს სახმელეთო შეტევის განხორციელებისას, ქალაქ სევეროდონეცკის ოპერაციაში (მათ ქალაქი თითქმის დაიკავეს), ხოლო პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღიარა, რომ ყოველდღიურად უკრაინის არმიის 100 სამხედრო მოსამსახურე იღუპება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა მიმართულებებით, მაგალითად, ხარკოვთან [და ხერსონთან], რუსეთის არმია პოზიციებს კარგავს.

 

აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი - ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების ყოფილი სარდალი, ამბობს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსები საზღვრის მიღმა გადარეკონ ან მათ მომარაგების არხები გადაუკეტონ. ასეთი ტაქტიკა რუსებს დიდ ზარალს მიაყენებს - ისეთს, როგორიც ომის პირველ ეტაპზე ხდებოდა: საბრძოლო ტექნიკის კოლონები საწვავის გარეშე რჩებოდნენ და ისინი იოლი სამიზნეები ხდებოდნენ ამერიკული „ჯაველინებით“ შეიარაღებული უკრაინელი ჯარისკაცებისათვის. იმ დროს რუსეთის არმიის ათასობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

ექსპერტები განმარტავენ, რომ რუსეთის არმიის ნაკლოვანებებს ფუნდამენტური ხასიათი აქვთ და პრობლემები რამდენიმე თვეში ვერ მოგვარდება. ყველაზე მთავარი პრობლემა ჯარების მართვის სისტემაში არსებობს: საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს არ აქვთ იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, უფროსი ოფიცრები კი საბჭოურ დოტრინით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვით, ნაკლოვანების კრიტიკა ან გეგემებში კორექტივების შეტანა არ შეიძლება, თუ უმაღლეს სარდლობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თავის მხრივ, უკრაინელთა მდგომარეობა უფრო მომგებიანია - მათ ჯარების მართვის სისტემაში დეცენტრალიზება განახორციელეს.

 

ეველინ ფარკასი, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში უკრაინისა და რუსეთის სამხედრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს  კურირებდა, ამჟამად კი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, პირადად არის ჩართული არმიის ხელმძღვანელობის საკითხებში, ხოლო როცა პრეზიდენტები ოპერატიულ სამხედრო გადაწყვეტილებებში ჩარევას ახდენენ, ეს „კატასტროფის რეცეპტს“ წარმოადგენს“.

 

წყარო

წაკითხვა 346 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.