სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო, ერთადერთი საჰაერო მარშრუტი დახურეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, სერბეთის ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო.
"სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა დაკეტეს ერთადერთი საჰაერო მარშრუტი სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო. რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებები უნდა გაემართა ბელგრადში, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა კი დაკეტეს საჰაერო სივრცე". - განაცხადა ზახაროვამ იტალიის ტელევიზიის La7-ის ეთერში.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ელჩმა ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის საჰაერო დერეფნის უზრუნველყოფაზე.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ არ დაუშვა თვითმფრინავს, რომლის ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა და რომელიც სერბეთისკენ უნდა გამგზავრებულიყო, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე გაევლო“, - აღნიშნა ელჩმა.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი