საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 48,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
FRANCE 24-ის ცნობით, შედეგები მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ხმის მიცემის პროცესი პარიზის დროით საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსის მთავარი კონკურენტი მემარცხენე კოალიციაა, რომელშიც „სოციალისტების“, „მწვანეების“, „კომუნისტებისა“ და „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ პარტიები შედის.
ერთი კვირის წინ გამართულ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელმძღვანელობით მოქმედ მემარცხენე-მწვანეთა ალიანსსა და მაკრონის კოალიციას შორის სხვაობა მცირედი იყო.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციურ მემარცხენე ალიანსს შეუძლია ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის კოალიციას საკანონმდებლო ორგანოში 289 ადგილის მოპოვებაში ხელი შეუშალოს, რაც მაკრონს აბსოლუტური უმრავლესობისთვის სჭირდება.
289 მანდატის მოპოვების გარეშე, საფრანგეთის პირველ პირს თავისი რეფორმების განსახორციელებლად სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება. მაკრონს საპენსიო ასაკის გაზრდა, გადასახადების შემცირება და შეღავათების რეფორმა სურს.
ოპოზიციური მემარცხენე ალიანსი კი ამომრჩევლებს ფასების ზრდასთან შებრძოლებას, საპენსიო ასაკის შემცირებას და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებას ჰპირდება.
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
