ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ლიდერმა ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.
„მინდა, დღეს აღვნიშნო მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისა და სხვა პირთათვის, ვინც კომენტარს აკეთებდა ფრონტზე შექმნილი სიტუაციის შესახებ, საუბრობდა მეთაურთა თავდაცვით ჩანაფიქრებზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე. საერთო წესები მარტივია – ახლა ნამდვილად არ არის პატივმოყვარეობისა და ხმამაღალი საუბრების დრო. რაც ნაკლებ დეტალს გაამხელთ ჩვენი თავდაცვითი გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ამ გეგმების რეალიზაციისთვის. თუ გნებავთ ხმამაღალი სათაურებით გამოჩნდეთ, ეს სხვა საქმეა და გულწრფელად უპასუხისმგებლობაა. თუ თქვენ უკრაინის გამარჯვება გსურთ. ეს სულ სხვა საქმეა და თქვენ უნდა გრძნობდეთ პასუხისმგებლობას ყველა ნათქვამ სიტყვაზე, რაც ეხება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვით თუ კონტრშეტევით გეგმებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ასე გამოეხმაურა გენერალ-მაიორ დმიტრი მარჩენკოს ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ უკრაინა ხერსონის დეოკუპაციას და ომის აქტიური ფაზის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს.
ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა. მისი თქმით, სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე არ უნდა საუბრობდნენ, ხოლო ჟურნალისტები არ უნდა კითხულობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ინფორმაციის გამჟღავნება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სიახლეები
- 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- “ევრონესტის პლატფორმა ევროპარლამენტმა გადააქცია შანტაჟის იარაღად - ამ ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში” - შალვა პაპუაშვილი
- “კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი” - გია ვოლსკი
