''ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება''

თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, იმ მიწების დაბრუნება, რომელზედაც რუსეთი შეიჭრა, ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მიეცეს თუ არა უფლება რუსეთს, შეინარჩუნოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც უკრაინისგან მიითვისა თებერვალში ქვეყანაში შეჭრის შემდეგ და უნდა იყოს თუ არა ეს საკითხი ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ნაწილი, ერდოღანმა უპასუხა: „არა, და უდავოდ არა“.

 

„როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთშეთანხმებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. თუკი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნება ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდება. ეს არის ის, რაც მოსალოდნელია. ეს არის ის, რაც სასურველია, ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

რაც შეეხება ყირიმის საკითხს, ერდოღანის განცხადებით, ეს არის ის, რასაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან 2014 წლიდან ითხოვენ, თუმცა წინ ნაბიჯი არ გადადგმულა.

 

„2014 წლიდან ჩვენ ვესაუბრებით ჩემს ძვირფას მეგობარ პუტინს ამის შესახებ და ეს არის ის, რასაც მისგან მოვითხოვთ. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ყირიმი კანონიერი მფლობელებისთვის დაებრუნებინა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მაგრამ მას შემდეგ, სამწუხაროდ, წინ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

ამასთან, კითხვაზე, როგორ და რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინაში მიმდინარე ომი, ერდოღანმა უპასუხა, რომ „რუსეთის დამოკიდებულება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

„უზბეკეთში შევხვდი პრეზიდენტ პუტინს და გვქონდა ძალიან ვრცელი დისკუსია მასთან. ის ფაქტობრივად მაჩვენებს, რომ მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს. ეს იყო ჩემი შთაბეჭდილება, რადგან ის, როგორც ახლა ვითარდება მოვლენები, საკმაოდ პრობლემურია“, - აღნიშნა ერდოღანმა.

წაკითხვა 245 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.