ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა
ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე უკრაინის დროშა აღიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დონეცკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე შესასვლელ აბრაზე უკრაინის დროშა აღიმართა! ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, კიევი-ხარკოვი-დოვჟანსკის ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი თავისუფალია ოკუპანტებისგან, მაგრამ უაღრესად საშიშია, რადგან სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ჯართით”, - წერს კირილენკო.
მისი თქმით, სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ მიმდინარეობდა, ადგილზე დარჩენილია მიტოვებული ტექნიკა და დანაღმული ველები.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
