კრემლი ცდილობს, ისარგებლოს დასავლეთის სურვილით მოლაპარაკებების დაწყებაზე - ISW

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს დასავლეთის სურვილით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რათა შექმნას დინამიკა, სიტუაცია, რომელშიც რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანისთვის დასავლელი მოკავშირეები იგრძნობენ  პრევენციულ დათმობებზე წასვლის აუცილებლობას.

ყოველდღიურ ანგარიშში ანალიტიკოსები წერენ 2 დეკემბერს გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე. მათი თქმით, პუტინმა ცრუ განცხადებები გააკეთა, თითქოს, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება ქმნის სიტუაციას, რომლის გამოც, კიევი კატეგორიულად უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. პუტინის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს რუსული ძალების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.

 

შოლცთან საუბარი დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დიპლომატიურ ინიციატივას, რომელმაც განაცხადა, რომ მზად იყო პუტინთან სასაუბროდ, თუ ის ეძებს გზას ომის დასრულებისთვის. ბაიდენის განცხადებას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ კრემლი მზად არაა უკრაინიდან გასასვლელად და "სპეცოპერაცია" გრძელდება. პესკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებასთან დაკავშირებით ართულებს საერთო ენის გამოძებნას შესაძლო მოლაპარაკებებში.

 

ამავე კონტექსტში ISW ასევე საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს განიხილოს მოსკოვის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტები 2021 წლის დეკემბერში.

 

ამ განცხადებების ფონზე ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას სურს მოლაპარაკებებში ჩართვა:

 

"რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელშიც დასავლეთი მას შესთავაზებს პრევენციულ დათმობებს მოლაპარაკებაში ჩართვის სანაცვლოდ, რუსეთისგან მნიშვნელოვანი წინასწარი დათმობების გარეშე. პუტინის, ლავროვისა და პესკოვის განცხადებები აჩვენებს იმას, თუ რა შეიძლება იყოს სასურველი პრევენციული დათმობები: შემცირდეს დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინაში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის აღიარება და NATO-სა და დასავლეთის სამხედრო მოქმედებების შეზღუდვა ევროპაში", - წერია დოკუმენტში.

 

ISW აღნიშნავს, რომ რუსეთი ისარგებლებს დროებითი შეთანხმებით უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებთან. ექსპერტების თქმით, ეს შექმნის ერთგვარ პაუზას საომარ მოქმედებებში, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს რუსეთის შეიარაღებული ძალები მომავალი სამხედრო ოპერაციებისთვის.

წაკითხვა 256 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.