რუსეთის პატრიარქი კირილე შვეიცარიაში "კგბ"-სთვის მუშაობდა
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია, კგბ-ს ჯაშუშად მუშაობდა, როცა ის შვეიცარიაში ცხოვრობდა 1970-იან წლებში.
ამის შესახებ შვეიცარიის მედია იტყობინება დეკლასიფიცირებულ არქივებზე დაყრდნობით.
Sonntagszeitung-ისა და Le Matin Dimanche-ის თანახმად, შვეიცარიის პოლიციის არქივები „ადასტურებს, რომ ‘მონსენიორ კირილე’, როგორც ის მოიხსენიება ამ დოკუმენტებში, კგბ-სთვის მუშაობდა.“
ამ ორი გაზეთის თანახმად, მათ წვდომა მოიპოვეს შვეიცარიის ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტზე.
კირილე, რომელიც დღეს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომის მხურვალე მხარდამჭერია, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჟენევაში ცხოვრობდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.
AFP-ის თანახმად, კირილეს კოდური სახელი იყო „მიხაილოვი“, მისი ამოცანა კი - გავლენის მოხდენა საბჭოზე, რომელიც უკვე იყო კგბ-ს მიერ ინფილტრირებული.
როგორც სააგენტო იტყობინება, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა შვეიცარიის პრესაში გავრცელებული ცნობის შესახებ კომენტარზე. თავად ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ მოეპოვება.
AFP-ს ცნობით, არქივები აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის მიზანი იყო, საბჭოს დაეგმო აშშ და მისი მოკავშირეები და შეესუსტებინა რელიგიის არასაკმარისი თავისუფლების თაობაზე კრიტიკა საბჭოთა კავშირის მიმართ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ოქტომბრისთვის
- “შევახსენებ მამა დოროთეს, რომ პატრიარქმა არჩევნებში მონაწილეობაც მიიღო და გამარჯვებაც მიულოცა პარტიას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
- “თუ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში, ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები” - ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე
- “„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
- “უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი გიგას სიცოცხლე”- ვეკუას სკოლა
