"საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს" - მარია ზახაროვა
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს, რომლებსაც რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, მსგავსი ქმედება არის მორიგი „დაკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში ბევრია სხვადასხვა თემაზე, მათ შორის არამარტო რუსეთის, არამედ ზოგიერთი შიდა მოვლენის კონტექსტშიც“.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს ჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობის სურვილს, არამედ მის დამკვეთს წარმოადგენენ.
„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან ამას“, – განაცხადა ზახაროვამ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
