ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სასწრაფო ზავის იდეა წარუდგინა

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესისთვის განცხადებებში უნგრეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის ომის დასრულების უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე, მაგრამ მიიჩნევს, რომ გეგმები განსახორციელებლად ხანგრძლივია.

„მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ მის ინიციატივებს დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო დიპლომატიის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ, მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, ეფიქრა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა რაღაცის გაკეთება ცოტა სხვანაირად: ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა დააჩქარებდა მოლაპარაკებების ტემპს”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინული მედიის თანახმად, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჟინებით არ მოითხოვდა საკუთარ ინიციატივას და მიიღო უკრაინული არგუმენტები.

„მე მადლობელი ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის გულწრფელი აზრის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში თავი აარიდა ამ საკითხს, მაგრამ აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივებს შვეიცარიის სამიტზე.

„უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო პირველ სამშვიდობო სამიტში და მხარი დაუჭირა სამიტის კომუნიკეს. ეს მიუთითებს უნგრეთის მზადყოფნაზე, იყოს ეფექტური რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების დასაბრუნებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევში მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკი და ორბანი შეთანხმდნენ, იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმებაზე, რომელიც გადაჭრის ორმხრივ პრობლემებს. ორბანმა, ასევე, უნგრეთში პირველი უკრაინული სკოლის გახსნის და დაფინანსების პირობა დადო.

წაკითხვა 180 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.