"მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პუტინი იქნება " - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს, ალბათ, არ იქნება რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რადგან მას, მისივე შეფასებით, ქვეყნის დატოვების ეშინია.
„თუ მომავალი მშვიდობის სამიტი იმ გეგმის მიხედვით წარიმართება, რომელსაც განვიხილავთ, მეორე სამიტი კი ითვალისწინებს, რომ იქნება გეგმა ყველა პუნქტით, როგორც ვხედავთ ომის დასრულებას და მსოფლიოს უმეტესობა ჩვენს მხარეს იქნება.
თუ ეს გეგმა მზად იქნება, ჩვენ მოვაწყობთ მშვიდობის მეორე სამიტს და იქ უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ ვინ იქნება ეს? ვნახავთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პუტინი იქნება. მეჩვენება, რომ მას გარეთ გასვლის ეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ან ჩინეთი შეიძლება იყვნენ მესამე მხარეები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის დიალოგში. ზელენსკიმ განმარტა, რომ ამ ქვეყნებს, განსხვავებების მიუხედავად, პუტინის შესაჩერებლად ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
