ვიქტორ ორბანი ახალ „მოულოდნელ შეხვედრებს“ აანონსებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაუჯერებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალში კიდევ მეტი მოულოდნელი შეხვედრა იქნება.
„ეს დაუჯერებელი ფაქტია, თუნდაც იმიტომ თუ რას აკონტროლებს ის. თქვენ ახსენეთ ქობინები, მაგრამ არის ასევე ტერიტორია, მოსახლეობა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, რაც მათ აქვთ. ასე რომ, ეს არის ნამდვილი იმპერია. ერთი კაცი მართავს ნამდვილ იმპერიას“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ის საიდუმლოდ ინახავდა რუსეთში ვიზიტს, "სანამ შეეძლო“ და რომ მომავალში კიდევ იქნება "ასეთი მოულოდნელი შეხვედრები".
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი რუსეთში იმყოფებოდა. ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
