"ამერიკის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს ძლიერ მოკავშირედ დარჩება" - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამერიკის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს ძლიერ მოკავშირედ დარჩება.
სტოლტენბერგის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებშია, ნატო ძლიერი იყოს, ასევე აშშ-ში ნატო-ს დიდი მხარდაჭერა აქვს.
„ამერიკის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს ძლიერ მოკავშირედ დარჩება ორი მიზეზით. პირველი, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებშია, ნატო ძლიერი იყოს. ნატო კარგია ევროპისთვის, მაგრამ ასევე კარგია აშშ-ისთვის და აშშ-ს უფრო ძლიერს, უსაფრთხოს ხდის. სხვა არცერთ მთავარ ძალას არ ჰყავს ამდენი მეგობარი და მოკავშირე. რუსეთს არ ჰყავს, ჩინეთს არ ჰყავს, ამით აშშ უფრო ძლიერია; მეორე მიზეზია, რომ აშშ-ში ნატო-ს დიდი მხარდაჭერა აქვს, რასაც ამერიკელ ამომრჩევლებში ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს. ასევე, ნატო-ს აქვს მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისგან, ტრამპისგან და სხვებისგან კრიტიკა მოდის არა ნატო-ს წინააღმდეგ, არამედ ნატო-ს მოკავშირეების მიმართ, რომლებიც არ ხარჯავენ საკმარისად ნატო-სთვის. ეს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და რეკორდულად ბევრი წევრი ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
- "სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით"
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს
