"ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა"
ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება, მაგრამ როგორ? უკრაინის კაპიტულაციით. კიევში მარიონეტული ხელისუფლებით, იმით, რომ უკრაინელ ხალხს აგრესორი დაამარცხებს. არის ეს ის გზა, რომლითაც ჩვენ ომის დასრულება გვსურს? - არა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ომი ასეთი სცენარით არ დასრულდეს, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენს.
„ამ პოზიციას მთლიანად ევროკავშირი უჭერს მხარს. ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
