ტრამპზე თავდამსხმელი ინფორმაციას სამეფო ოჯახის წევრზეც აგროვებდა
"მოქალაქე, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, მკვლელობის სამიზნეების დაგეგმვისას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებზე ეძებდა ინფორმაციას ეძებდა", - ამის შესახებ FBI აცხადებს. თომას კრუკსი აშშ-ს საიდუმლო სამსახურის სნაიპერებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ტყვია ტრამპს ყურთან მოხვდა და მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. FBI-ს გამომძიებლებმა კონგრესის წევრებს უთხრეს, რომ კრუკსი ონლაინ სივრცეში რამდენიმე ცნობილი და გავლენიანი ადამიანის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას და სავარაუდოდ "მომდევნო სამიზნეს" არჩევდა. მათ შორის "სამეფო ოჯახის წევრზე აგროვებდა ინფორმაციას. სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, სამეფო ოჯახის რომელ წევრზე იყო საუბარი.
ამის შესახებ FBI-სთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამართალდამცველებმა კრუქსის მობილური ტელეფონები და იქ არსებული მონაცემები შეისწავლეს. კრუკსმა ასევე მოიძია ინფორმაცია კრისტოფერ რეიზე, FBI-ს დირექტორზე, და მერიკ გარლანდზე, აშშ-ს გენერალურ პროკურორზე.
გამომძიებლების თქმით, კრიკსის ტელეფონებში იყო ჯო ბაიდენისა და ტრამპის ფოტოები, ასევე მონაცემები იმ შეხვედრების თარიღების შესახებ, რომლებსაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებთან მართავდა. ასევე გაირკვა ისიც, რომ კრუკსმა ერთ-ერთ გეიმიგ პლატფორმაზე დაწერა გაფრილება იმის შესახებ, რომ ტრამპის მოკვლას შეეცდებოდა.
"დაელოდეთ, ჩემი პრემიერა იქნება, უყურეთ, როგორ განვითარდება ის", - წერს კრუკსი.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
