"სანქციების მიუხედავად, 2022 წლის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის და ევროს კუპიურები გაიგზავნა" - "როიტერი"
დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარის და ევროს კუპიურები გაიგზავნა რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა ბანკნოტების ექსპორტი აკრძალეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სააგენტო „როიტერის“ სტატიაში.
„როიტერის“ ცნობით, მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთმა მოახერხა გვერდის ავლა სანქციებისთვის, რომლებიც ბლოკავს ნაღდი ფულის იმპორტს და დოლარი და ევრო რჩება სასარგებლო იარაღად ვაჭრობისა და, ასევე, მოგზაურობისთვის.
როგორც „როიტერი“ წერს, კომერციული მიმწოდებლისგან მიღებული საბაჟო მონაცემები, რომლებიც აღრიცხავს და აგროვებს ინფორმაციას, აჩვენებს ნაღდი ფულის ტრანსპორტირებას რუსეთში იმ ქვეყნებიდან, მათ შორის არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან, რომლებსაც რუსეთთან ვაჭრობაზე შეზღუდვები არ დაუწესებიათ.
აშშ-ის მთავრობა დეკემბერში ჯარიმებით დაემუქრა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და მესამე ქვეყნების კომპანიებს 2023 და 2024 წლებში სანქციები დაუწესა. ჩინურმა იუანმა გადააჭარბა აშშ დოლარს და ყველაზე დიდი სავაჭრო უცხოური ვალუტა გახდა მოსკოვში. ევროპაში რუსეთის ბანკის უცხოური რეზერვების დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინულია. „როიტერის“ ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ბოლომდე რუსეთიდან 98 მილიონი დოლარის და ევროს ბანკნოტები გავიდა.
სიახლეები
- "კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე
- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%
- "მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება - დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას" - ბიძინა ივანიშვილი
- „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო
- საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა