"კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა" - ზელენსკი
კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს გენერალი სირსკი ანგარიშს გვაბარებდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებაც. ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. უკრაინელების სიმამაცე დიდ რაღაცებს შვება. სხვა ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ. ჩვენი [კურსკის ოლქში] ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება.
მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ მებრძოლს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და მეთაურს. ასევე მადლობა ყოველ ქვედანაყოფს, რომელიც ჩვენს გაცვლით ფონდს ავსებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების ხარჯზე. ეს მნიშვნელოვანია. ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი სამოქალაქო პირების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებას. გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
