"უკრაინელები ყოველთვის იხდიან ვალს, ვისაც სურდა უბედურება ჩვენს მიწაზე, მას საკუთარ სახლში იპოვის" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ გამოსვლაში პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთზე შურს იძიებს.
„ჩვენი მტერი გაიგებს, რა არის უკრაინული შურისძიება. ღირსეული, სიმეტრიული, გრძელვადიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონშია ჩაწერილი.
მისი თქმით, „მოხუცი წითელი მოედნიდან, რომელიც ყველას მუდმივად წითელი ღილაკით ემუქრება, ვერ გვიკარნახებს საკუთარ წითელ ხაზებს“.
„უკრაინელები ყოველთვის იხდიან ვალს. ვისაც სურდა უბედურება ჩვენს მიწაზე, იპოვის მას საკუთარ სახლში; ვინც ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვას ცდილობს, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს არ არის წინასწარმეტყველება, არ არის ბრმა შურისძიება, ეს არის მაგალითი, ბუმერანგი ბოროტებისთვის, და მისი გაშვება დაიწყო არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მე ამ ვიდეოს ვწერ. სუმის რეგიონში. ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. ეს არის საზღვარი უკრაინასა და ჩაგვრას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
- "სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით"
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს
