მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს
სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები და ქვეყნის მთავარი პორტი დაბომბეს. ამის შესახებ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, დაიბომბა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნა, კარაკასის მთავარი ავიაბაზა ლა კარლოტა, სასიგნალო ანტენა ელ ვოლკანი და კარიბის ზღვის სანაპიროზე საზღვაო პორტი ლა გუაირა.
კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელის პარლამენტის შენობა დაბომბეს.
ცნობისთვის, თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. „სიბიესის“ ცნობით, ტრამპმა ვენესუელის დაბომბვის ბრძანება ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება ვენესუელის მთავრობამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მთელი ქვეყანა „იმპერიალისტური აგრესიის დასამარცხებლად უნდა მობილიზდეს. ამასთან, ვენესუელამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა.
სიახლეები
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
- მოამზადეთ უგემრიელესი ბადრიჯნის კერძი სახამებელსა და ტკბილ-მჟავე სოუსში
- "მუდმივი არაფერია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია" - სალომე ზურაბიშვილი
- "უწმინდესისა და უნეტარესის მამათმთავრული მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ"
- "ვგმობთ ვენესუელაში ინტერვენციას, გაერო-ს წესდება ნათლად ადგენს, რომ არ უნდა იყოს სამხედრო ჩარევა" - მექსიკის პრეზიდენტი
