აშშ ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციების წევრობა აღარ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.
66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს.
აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ ისეთ სტრუქტურებს, როგორებიცაა დემოკრატიის ფონდი, საერთაშორისო სამართლის კომისია, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, მშვიდობის მშენებლობის ფონდი და ა.შ.
აშშ ტოვებს ვენეციის კომისიასაც - კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს.
ამ ცნობას ძალიან შემაშფოთებელი უწოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა. მან სოციალურ ქსელ X-ში 8 იანვარს დაწერა, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როცა კანონის უზენაესობას დაცვა სჭირდება მთელ მსოფლიოში. რუსოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ გადაწყვეტილებას გადახედავს.
66-ვე ორგანიზაცია, რომელთა წევრობაც აშშ-ს აღარ სურს, ჩამოთვლილია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში. ის თეთრი სახლის საიტზე 7 იანვარს გამოქვეყნდა. დონალდ ტრამპი აღმასრულებელ დეპარტამენტებსა და სააგენტოებს ავალებს ზომების მიღებას ამ ორგანიზაციების დასატოვებლად.
ჩამონათვალშია უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრიც - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერება.
აშშ-ის პრეზიდენტი მემორანდუმში აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 თებერვალს გასცა გაეროს სისტემაში არსებული და ზოგიერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებისა და მათი დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს დაავალა მიმოხილვის მომზადება გაეროში აშშ-ის წარმომადგენელთან კონსულტაციით. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა დასკვნები წარმოადგინა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განხილვა გაიმართა, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიჩნია, რომ ამ 66 ორგანიზაციის წევრად დარჩენა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ 7 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს 66 ორგანიზაცია მიიჩნია ზედმეტად, არასაჭიროდ, არამომჭირნედ და ცუდად მართულად, ისინი ექვემდებარებიან ინტერესებს სუბიექტების, რომლებიც დაკავებული არიან საკუთარი, ამერიკულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი დღის წესრიგის წინ წაწევით ან საფრთხეს უქმნიან შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, თავისუფლებას და კეთილდღეობას.
სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გრძელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმებაც.
სიახლეები
- ,,ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს"- გიორგი ვოლსკი
- ,,დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო"-ლინდსი გრემი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
- ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა
- „ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან
