ჩერნობილის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
უკრაინაში, ჩერნობილის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, მეხანძრეებმა შეძლეს ერთ-ერთი კერის ლოკალიზება, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული. რაც შეეხება მეორე კერას, იქ ხანძარი დაახლოებით 20 ჰექტარი ტყის მასივს უკიდია.
გავრცელებული ცნობებით, ჩერნობილში ამ დროისთვის რადიაცია 16-ჯერაა გაზრდილი, თუმცა ქვეყანაში აცხადებენ, რომ კიევში, რომელიც ტერიტორიიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული, მაჩვენებელი ნორმაშია.
ცნობისთვის, 1986 წელს უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომურ რეაქტორზე კატასტროფა მოხდა. რეგიონებში, რომლებიც დღემდე რადიოაქტიურად დაბინძურებულად ითვლება 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
