უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იეჰორ ფირსოვის თქმით, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში წვიმა დაეხმარა.
„ძვირფასო მეგობრებო, თქვენგან ასობით შეკითხვას ვიღებდი, განსაკუთრებით ჟურნალისტებისგან. მაპატიეთ, მაგრამ აღნიშნულ ზონაში, ტყეში ცუდი სიგნალია. ხანძარი ჩამქრალია, წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია მუდმივად იზომება და ის ნორმაშია“,-წერს ფირსოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ჩერნობილის კატასტროფის ადგილის მიმდებარე ტყეებში ხანძარს 4 აპრილიდან ებრძოდნენ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი რადიოაქტური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
