ისრაელი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს
ისრაელი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.
კერძოდ, წუხელ, მთავრობის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ შაბათიდან გარკვეული ბიზნესი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, მათ შორის არის სილამაზის სალონები და რესტორნებისა და კაფეების მიტანის სერვისი.
ამასთან, ის კომპანიები, რომლებიც საქმიანობას დაუბრუნდებიან, ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლამდე, კომპანიების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა სიცხის გაზომვა.
რაც შეეხება სილამაზის სალონებს, სტილისტებმს მოუწევთ დამცავი ნიღბებით და თვალის დამცავი მოწყობილობებით მუშაობა. ერთ სალონში ერთდროულად მხოლოდ ორი ადამიანის მომსახურება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ისრაელში საერთო ჯამში კორონავირუსის 15058 შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყანაში ვირუსს 194 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
