"მცდელობას, გადაწერონ ისტორია და „მეორე მსოფლიო ომის“ დაწყების გამო პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, გამართლება არ აქვს"
მცდელობას, გადაწერონ ისტორია და „მეორე მსოფლიო ომის“ დაწყების გამო პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირს დააკისრონ, გამართლება არ აქვს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ისტორიის გადაწერის სქემები იმ ქვეყნებში იქმნება, სადაც შიდა კონფლიქტებია და ისინი, ვინც ამას აკეთებენ ამომრჩევლების გააქტიურებას ცდილობენ. პუტინის აზრით, ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთ ქვაბში მოხარშვით ეს ადამიანები ცდილობენ, რუსეთს დანაშაულის ცრუ გრძნობა გაუჩინონ და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრონ.
„ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს დანაშაულის გრძნობა. საბჭოთა კავშირმა გამარჯვების სამსხვერპლოს საკუთარი 27 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე შესწირა. ამიტომ მათ, ვინც ისტორიის გადაწერას ცდილობს, გამართლება არ აქვთ,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რუსეთში დღეს ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ოქტომბრისთვის
- "4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება" - მიხეილ სააკაშვილი
- "Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის" - დიმიტრი მედვედევი
- " საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ" - სალომე ზურაბიშვილი
- "ამერიკელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ბაიდენმა ზელენსკიზე თქვა, რომ ის შემაწუხებელია"