პარიზის რეგიონში სავაჭრო ცენტრების ძარცვა ქართული მაფიოზური კლანების ნახელავია
ფრანგულ ჟურნალ „ვალერს“-ში («Valeurs») გამოაქვეყნებულია სტატია სათაურით „პარიზის რეგიონში სავაჭრო ცენტრების ძარცვა ქართული მაფიოზური კლანების ნახელავია“.
პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:
„ბოლო წლებში პარიზის რეგიონში არსებული სავაჭრო ცენტრებში - ისეთებში, როგორიცაა Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart, ქურდობის ფაქტების რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა. საქმე ეხება არა მარტო წვრილმან დამნაშავეეებს, რომლებიც ელექტრონიკას, ტანსაცმელსა და კოსმეტიკას იპარავენ, არამედ ქართულ მაფიოზურ დაჯგუფებებს, რომლებიც „კანონიერი ქურდების“ სახელიტ არიან ცნობილი. პარიზის პროკურატურა ამ საქმეებს უკვე ორ წელზე მეტია იძიებს. სხვატა შორის, მართლწესრიგის დამცველებმა განსასჯელთა სკამზე უკვე 35 ადამიანი დასვეს, რომლებთაც ქურდობის ჩადენის ბრალდება აქვთ წაყენებული „დამამძიმებელი გარემოებებით“ და „დანაშაულებრივ ჯგუფეფბში მონაწილეობით“. მათი დაკავების ოპერაცია ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ევროპულმა ცენტრალურმა სამმართველომ (OCLCO) და პარიზის პოლიციის ფინანსური დანაშაულებათა საგამოძიებო ბრიგადამ ერთოვლივად განახორციელეს.
ვინ არიან ისინი?
„კანონიერი ქურდები“ - ეს დანაშაულებრივი ორგანიზაციაა თავისი მკაფიო სტრუქტურით და იერარქიით. „კანონიერი ქურდები“ - ჯგუფების ლიდერები არიან. მათი განმასხვავებელი ნიშანია რვაქიმიანი ვარსკვლავის ტატუირება. „ქურდებს“ ექვემდებარებიან „მაყურებლები“, რომლებიც თავის მხრივ, „შესტიორკებს“ - უბრალო ქურდებს აკონტროლებენ. „შესტიორკებმა“ ანუ წვრილფეხებმა ფული მაფიოზურ საერთო სალაროში - „ობშაგში“ უნდა შეიტანონ, სამაგიეროდ, თუ მათ პოლიცია დააკავებს, ზემდგომი ქურდები დაიცავენ.
„კანონიერი ქურდები“ დღეს მთელ ევროპაში მოქმედებენ. როგორც ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს (OCLCO) მონაცემებით ირკვევა, 2015 წელს პარიზის რეგიონის ქურდების ხელმძღვანელად (კლანის ლიდერად) 38 წლის გიორგი პ. იქნა არჩეული. ტელეფონების მოსმენით გამომძიებლებმა მოახერხეს კიდევ ორი ლიდერის - ნოდარი გ.-ისა და ილია კ.-ის დადგენა, რომლებიც ილ-დე-ფრანსში მოქმედი ქურდების ჯგუფებს ხელმძღვანელობენ. მათი კვალი მიდის აგრეთვე პორტუგალიაში, ესპანეთსა და იტალიაში“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"