„კორონავირუსში ეჭვმიტანილმა საქართველოს მოქალაქემ ზეწრები გადააბა და საავადმყოფოდან გაქცევა სცადა“- «Star»
თურქეთის პრესა ქალაქ ტრაპიზონში მომხდარ ამბავზე წერს, რომელიც 14 მაისს საქართველოს მოქალაქეს შეემთხვა.
„კორონავირუსში ეჭვმიტანილმა ზეწრები გადააბა და საავადმყოფოდან გაქცევა სცადა“, - ამ სათაურითაა გამოქვეყნებული მასალა გაზეთ „სთარ“-ში («Star»), რომლის მთავარი გმირი საქართველოს მოქალაქე გახლავთ. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მოთავსებული ტრაპიზონის საავადმყოფოში გამოკვლევის მიზნით, რადგან არსებობდა ეჭვი მისი „კოვიდ-19“-ით დასნებოვნებაზე.
მოქალაქემ საავადმყოფოდან გაქცევის საინტერესო გზა მონახა: მან თავის პალატაში, ერთმანეთს რამდენიმე ზეწარი გადააბა და მესამე სართულის ფანჯრიდან მიწისაკენ ჩაუშვა, თუმცა ზეწრის თოკი მოკლე აღმოჩნდა და მიწამდე ვერ მიწვდა. ასე რომ, იგი მეორე სართულზე „გაიჭედა“. ფანჯრის რაფაზე მდგარი პიროვნება გამვლელებმა დაინახეს და საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებს აცნობეს. მათ მოქალაქე ფრთხილად „ჩამოხსნეს“ და კვლავ პალატაში მიაბრძანეს, მაგრამ უკვე გაძლიერებული ყურადღების ქვეშ.
როგორც გაირკვა, საქართველოს მოქალაქე წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო და გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ოქტომბრისთვის
- "4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება" - მიხეილ სააკაშვილი
- "Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის" - დიმიტრი მედვედევი
- " საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ" - სალომე ზურაბიშვილი
- "ამერიკელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ბაიდენმა ზელენსკიზე თქვა, რომ ის შემაწუხებელია"