კომპანია „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა
კომპანია „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა, რომლებსაც თან ახლდა ამობრუნებული წითელი სამკუთხედი - სიმბოლო, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ფეისბუქის“ განმარტებით, წითელ სამკუთხედს ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ და ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამებსა და პოსტებში აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება ორგანიზებული სიძულვილის მიმართ კომპანიის პოლიტიკის დარღვევას წარმოადგენს.
კომპანიის ინფორმაციით, თანდართული ტექსტი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს ანტიფაშისტური მოძრაობის, „ანტიფას“ წინააღმდეგ პეტიციაზე ხელისმოწერისკენ მოუწოდებდა.
„ჩვენი წესები კრძალავს სიძულვილის შემცველი იმ სიმბოლოების გამოყენებას, რომელსაც სიძულვილის ჯგუფები პოლიტიკური პატიმრების იდენტიფიცირების მიზნით იყენებდნენ, იმ შემთხვევაში, თუკი ეს სიმბოლოები მათზე მსჯელობის, ან კრიტიკის კონტექსტში არ არის გამოყენებული,“- განაცხადა კომპანია „ფეისბუქის“ პრესსპიკერმა.
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერის, თიმ მერთაფის თქმით კი, ამოტრიალებულ წითელ სამკუთხედს ორგანიზაცია „ანტიფა“ იყენებს და ის „ანტიფას“ შესახებ დაწერილ პოსტში ამ კონტექსტში იყო გამოყენებული.
კომპანია „ფეისბუქის“ ინფორმაციით, სიმბოლო დონალდ ტრამპის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფის "ფეისბუქის" გვერდების მიერ გავრცელებულ რეკლამებში იყო გამოყენებული.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია