მსოფლიოში COVID-19-ით 10 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიო COVID-19-ის პანდემიამ მოიცვა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, 7 თვის განმავლობაში 501 419 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 10 087 553-ს აღწევს. დაავადებისგან განიკურნა ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარი ნაწილი, კერძოდ 5 466 242 პირი.
კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. აშშ-ში ინფექცია 2 596 770 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 128 152 დაავადებას ემსხვერპლა.
ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბრაზილია. აქ შემთხვევების რაოდენობა 1 315 941-ს აღწევს, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 57 103 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთში კორონავირუსით 627 646 პირია ინფიცირებული. ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 8 969-ს შეადგენს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა ინდოეთში. დაავადებულია 529 577 ადამიანი, ხოლო 16 103 პაციენტი დაიღუპა.
ინფიცირებულთა მაჩვენებლით მე-5 ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. ინფექციამ 310 250 ადამიანი მოიცვა, ხოლო 43 514 იმსხვერპლა.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
